Sunday, November 4, 2018

პროექტის გეგმა


1. პროექტის სახელწოდება: „ოჯახი თაიგული, ღმერთის შეკონილი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები გაეცნობიან ტერმინ ოჯახის განმარტებას სამოქალაქო სამართლის მიხედვით, აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დარიგებებს ოჯახური ურთიერთობების შესახებ, წმინდანთა და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს ოჯახის შესახებ.
3. პროექტის აქტუალობა: მეექვსე კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა ასახელებს საზოგადოებებს რომელთა წევრადაც მიაჩნია საკუთარი თავი, მაგრამ უჭირს საზოგადოების ისეთი მარტივი ფორმის სიღმისეულად დაახასიათება როგორიც არის ოჯახი, ისეთი საკითხები: თუ რა არის მისთვის ოჯახი, რის გამო სცემს პატივს ოჯახის წევრებს, როგორი უნდა იყოს ოჯახში მშობლისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება და სხვა. აუცილებელია რომ მოსწავლეებმა სიღმისეულად გაეცნონ და გაიაზრონ რა არის ოჯახი, რაზეა ის დამყარებული და როგორი უნდა იყოს ოჯახური ტრადიციები, ღირებულებები, რა ევალება მშობელსა და შვილს, ცოლსა და ქმარს ერთმანეთის მიმართ. მოსწავლეები უნდა ჩავრთოთ ისეთ აქტივობებში, რაც მათი ცოდნის ამაღლებას და სწორ დამოკიდებულებას გამოიწვევს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა ოჯახის ღირებულებებისა და ვალდებულებების შესახებ
გაეცნობიან ტერმინ ოჯახის განმარტებას სამოქალაქო სამართლის მიხედვით, აგრეთვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დარიგებებს ოჯახური ურთიერთობების შესახებ, წმინდანთა და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს ოჯახის შესახებ.
 განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების, გააზრების, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის, პეზენტაციის უნარები
ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულების და გადაწყვეტილების მიღების გრძნობა.
5მონაწილეთა ასაკი: 10-13 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სიღრმისეულად გაიაზრებენ ოჯახის ღირებულებებს და ვალდებულებებს, ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულების გრძნობა, ვიდეო რგოლი ოჯახის შესახებ, ბავშვების ხელით შექმნილი ნამუშევრები ოჯახის თემაზე
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
  •          .ჩვენი საქართველო: ავტ., . სურგულაძე, . მინდაძე, . ნეიძე, . ერემაშვილი, . მშვენიერაძე. გამომცემლობალოგოს პრესი“, თბ., 2012. VI, კლასი
  •         სულიერი მდელო; ავტ., . თარაშვილი, . რაქვიაშვილი, . ასათიანი. საპატრიარქოს სტამბამეგობრობა“. 
  •           http://www.orthodoxy.ge/patriarqi/qadagebebi/skhva/ojakhi.htm 
  •           http://patriarchate.ge/geo/katolikos-patriarqi-ilia-ii-bednieri 
  •         თაბახის ფურცლები
  •          კომპიუტერი, პროექტორი.
  •          ვიდეო-კამერა/მობილური ტელეფონი.
  •         პიანინო.
  •          დეკორაციისთვის: ფარდა, ბუშტები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  
  •  მოსწავლეებთან შეხვედრა პროექტის იდეისა და გეგმის გაცნობის მიზნით, მოვახდენ დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირებას მოსწავლეთა იდეების და ინტერესების შესაბამისად.
  •    მოსწავლეები დაწერენ მცირე ესეს, რას ნიშნავს მათთვის ოჯახი.
  •   მოსწავლეები გაეცნობიან ტერმინ ოჯახის განმარტებას სამოქალაქო სამართლისა მიხედვით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის დარიგებებს ოჯახური ურთიერთობების შესახებ, წმინდანთა და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს ოჯახის შესახებ.
  •    მოსწავლეები საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მოიძიებენ ისეთ მუსიკალურ ნომრებს, სადაც წარმოჩენილია ოჯახური სიმყუდროვე, ერთმანეთისადმი პატივისცემა და სიყვარული.
  •   მოსწავლები მასწავლებლის დახმარებით ჩაწერენ ვიდეო რგოლს, სადაც გამოთქვამენ მოსაზრებებს, რას ნიშნავს მათთვის ოჯახი. ვიდეო განთავსდება სოციალურ ქსელში 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს.
  •  მოსწავლეებს დავავალებ ოჯახის თემაზე გააკეთონ ნამუშევრები საკუთარი ხელით (ნახატი/დეკორაციული ნამუშევარი ...)
  •   17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად ჩატარდება ღონისძიებაოჯახი - თაიგული, ღმერთის შეკონილი“, სადაც წარმოჩენილი იქნება მოსწავლეთა მიერ განხორციელებული აქტივობებიდან მიღებული ცოდნა, მუსიკალური ნომრები, ვიდეო რგოლი და მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები. შევარჩევთ ღონისძიების წამყვანებს მოსწავლეთა მონაცემებიდან გამომდინარე და მათთან ვითანამშრომლებ ინდივიდუალურად.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ჩვენი საქართველო.
 საზ. მეც.V-VI.15. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს სხვადასხვა ნიშანი და პირობა, რომლის მიხედვითაც ადამიანი ამა თუ იმ საზოგადოებას მიაკუთვნებს თავს
 V-VI.15/1 ასახელებს საზოგადოებებს, რომელთა წევრადაც მიაჩნია საკუთარი თავი (მაგ.: ოჯახი, კლასი, საგვარეულო, სკოლა, სამეგობრო, მოცეკვავეთა ანსამბლი და სხვა);  
 V-VI.15/3 ჩამოთვლის რომელიმე სოციალური ჯგუფისა თუ საზოგადოების წევრების საერთო ნიშან-თვისებებს (მაგ.: ნათესაობა, გარეგნობა, ხასიათი, ინტერესი, უნარი, თანაგრძნობა, ასაკი, სიყვარული, მშობლიური ენა, გემოვნება და ..); 
V-VI.15/4 მსგავსი ნიშან-თვისებებისა და პირობების გამოყოფით ამყარებს კავშირს იმ საზოგადოებებს შორის, რომელთა წევრადაც მიიჩნევს საკუთარ თავს
V-VI.15/5 მსჯელობს ადამიანების მრავალფეროვნების, მათი განმასხვავებელი და საერთო ნიშან-თვისებების შესახებ
 V-VI.15/6 ასახელებს და აღწერს მიზეზებს, რის გამოც პატივს სცემს იმ საზოგადოების წევრებს, რომელსაც თვითონ მიეკუთვნება;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): რუსუდან გოგინაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: rgoginashvili@gmail.com
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: https://codnisgaziareba.blogspot.com/
14. პროექტის განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment